saqarTvelos mdinareebi - mTiuleTis aragvi

ტერიტორიული ერთეულები დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები
სათავე ყელის ზეგანი
სიგრძე 41 კმ
აუზის ფართობი 339 კმ²

 

სინონიმი: თეთრი არაგვი.

მდინარე დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, ზღვის დონიდან 3180 მ. სიგრძე 41 კმ. აუზის ფართობი 339 კმ². დაბა ფასანაურთან უერთდება გუდამაყრის (შავი) არაგვი. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლის, წვიმისა და მყინვარული (უმნიშვნელოდ) წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან აგვისტომდე, წყალმცირობა - ზამთარში. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 60-65%, შემოდგომაზე - 19-20%, ზამთარზე - 17-18%. საშუალო წლიური ხარჯი ფასანაურთან 12,2 მ³/წმ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე იცის ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი.

წყალმცირობის დროს წყალი სუფთაა და სასმელად გამოსადეგი.